„ქართულმა ოცნებამ“ თბილისის საკრებულოს პროპორციული სია დაასახელა.
საკრებულოს პროპორციული სია თბილისის მოქმედმა მერმა კახა კალაძემ წარადგინა, რომელიც მერად კიდევ ერთი ვადით იყრის კენჭს.
თბილისის საკრებულოს პროპორციული სიაში არიან:
- შალვა სუთიაშვილი
- თინათინ ნიბლოშვილი
- ბექა დავითულიანი
- გურამ ნიკოლაშვილი
- ნიკოლოზ კახეთელიძე
- ნინო ვარდოსანიძე
- ავთანდილ ცინცაძე
- კონსტანტინე ზარნაძე
- ბექა ოდიშარია
- ოთარ ჩრდილელი
- გიორგი ხუროძე
- კახა ბერაძე
- ლევან არველაძე
- ლევან აბაშიძე
- ალექსანდრე მუკათარიძე
- ნოდარ ბოკერია
- მარიამ გრიგოლიშვილი
- ლუკა ძაძამია
- ქეთევან ჭავჭანიძე
- ლალი კოლომიკოვი.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნებში მონაწილეობს 14 პარტია. ოპოზიციის ნაწილმა არჩევნებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა, მათ შორის არიან საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახული პარტიები, გარდა „ლელოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“ პარტიებისა.