მწერალთა სახლის დირექტორის, ქეთევან დუმბაძის განცხადებით, ძალიან წუხს ნეტგაზეთი/ბათუმელების დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით.

ნეტგაზეთმა ქეთევან დუმბაძეს ჰკითხა, როგორია მისი პოზიცია მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით და იმაზე, რომ მას  4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

„ძალიან ვწუხვარ, ეს არის ჩემი პოზიცია, ძალიან“, – განაცხადა ქეთევან დუმბაძემ.


ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელი მზია ამაღლობელი ექვს თვეზე მეტი ხანია უკანონო წინასწარ პატიმრობაშია და ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მასალების გადაბეჭდვის წესი

>