ჯგუფი LOUDspeakers აცხადებს, რომ 6-7 სექტემბერს ქუთაისში დაგეგმილ ფესტივალში მონაწილეობას აღარ მიიღებს.

“ორგანიზატორების თქმით, სცენიდან გაკეთებული ნებისმიერი სახის საპროტესტო მესიჯი ფესტივალს შეუქმნის საფრთხეს. სადაც რეჟიმის ტყვეებისთვის სოლიდარობის გამოხატვის ადგილი არ არის, არც ჩვენი ადგილია”, – წერს ჯგუფი და დასძენს, რომ მსგავსი მოთხოვნების გამო არაერთ კონცერტზე მოუწია უარის თქმა.

“ჩვენ ვრჩებით ბოლომდე პროტესტში და არ ვეგუებით არსებულ რეალობას!” – აცხადებს LOUDspeakers.

6-7 სექტემბერს ქუთაისში იმართება ფესტივალი West Fest Kutaisi.

LOUDspeakers-ის გარდა, ფესტივალის პროგრამაში არიან: Skazz, 4D Monster Lobsters, Hymera, Tamada, DJ Somali, გაუმოუვალი მდგომარეობა, ოჩოს ქოხი და Outsider.

მასალების გადაბეჭდვის წესი

    >