ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ორი კაცი დააკავეს მოსყიდვისა და ოფიციალური დოკუმენტების გაყალბების საფუძლით. უწყებაში აცხადებენ, რომ ისინი ტექნიკულად გაუმართავ ავტომობილებზე გასცემდნენ დადებით დასკვნებს. თითოეულ ასეთ ყალბ დასკვნაში  ავტომობილების მფლობელებისგან 100 ლარს იღებდნენ.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მუშაობდა მარნეულში მდებარე ერთ-ერთი ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის ინსპექტორის თანამდებობაზე და ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად ევალებოდა სატრანსპორტო საშუალებების ტესტირების ჩატარება.

ბრალდებულმა, პირადი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ პირთან ერთად, ტექნიკურად გაუმართავ სატრანსპორტო საშუალებაზე გასცა ტექნიკური ინსპექტირების დადებითად გავლის ანგარიში. აღნიშნულის სანაცვლოდ, ოფიციალურად დაწესებული გადასახადის გარდა, მოქალაქისაგან მოითხოვა და აიღო ფულადი თანხა 100 ლარის ოდენობით”, – აცხადებენ საგამოძებო სამსახურში.

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-4 და 362-ე მუხლის პირველი ნაწილებით, რაც გულისხმობს კომერციულ მოსყიდვასა და ყალბი დოკუმენტების დამზადებას. ბრალის დმტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი

>