თეთრ სახლში დაიწყო აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა. 

“უკრაინას მივცემთ ძალიან კარგ უსაფრთხოებას”, – განაცხადა დონალდ ტრამპმა შეხვედრის დაწყებამდე. 

აშშ-ის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, რას გულისხმობს ამაში, უფრო კონკრეტულად, გულისხმობდა თუ არა უსაფრთხიების გარანტიებში აშშ-ის სამშვიდოებოების შეყვანას უკრაინაში. 

რა სჭირდება უკრაინას  აშშ-ისგან უსაფრთხოებისთვის –   ჯარი, დაზვერვა, აღჭურვილობა? ამ კითხვას ზელენსკიმ ასე უპასუხა – „ყველაფერი“ . 

ტრამპმა და ზელენსკიმ უპასუხეს ჟურნალისტების კითხვებს შეხვედრის დაწყებამდე. 

პრეზიდენტების ორმხრივი  შეხვედრის შემდეგ გაიმართება გაფართოებული შეხვედრა ევროპის ლიდერებთან, რომლებიც ვაშინგტონში ჩავიდნენ უკრაინაში მიმდინარე ომის შეწყვეტის საკითხზე მოლაპარაკებებისთვის ,  ბოლოს კი გაიმართება ზელენსკის პრესკონფერენცია. 

ტრამპმა განაცხადა, რომ შეხვედრის შემდეგ დაურეკავს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს. 



მასალების გადაბეჭდვის წესი

>